ჩიბურდანიძე: დემოგრაფიულ პრობლემებზე, დღევანდელის გარდა არცერთმა ხელისუფლებამ არ იზრუნა

ჩიბურდანიძე: დემოგრაფიულ პრობლემებზე, დღევანდელის გარდა არცერთმა ხელისუფლებამ არ იზრუნა

დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელი, თამარ ჩიბურდანიძე, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან" ერთად, დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში უკვე 30 წელია მძვინვარებს და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო. 

"დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა ქვეყანაში, რადგან უკვე 30 წელია მძვინვარებს ეს პრობლემები ქვეყანაში და არცერთმა ხელისუფლებამ ამ პრობლემებების მოგვარებაზე ზრუნვა არ დაიწყო. გამონაკლისი აღმოჩნდა დღევანდელი ხელისუფლება და 30 წლის გაყინული თემა, რომლემაც ფაქტობრივად უფსკრულამდე მიგვიყვანა, სწორედ 5 წლის წინ (2013 წლიდან) დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. 

გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისი, რასაც წინასწარმეტყველებდნენ 10-20 წლის წინ, რაზეც საუბრობდა გაეროს მოსახლეობის ფონდი, ფაქტო0ბრივად, ჩვენ ამ კრიზისში უკვე შევედით, ეს არის შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდი, 80-იან წლებში საქრათველოში 450 000 გოგო დაიბადა, ხოლო 90-იან წლებში მათი ნახევარი, 225 000, როდესაც 90-იანი წლებიდან დაიწყო სწორედ დემოგრაფიული პრობლემები ქვეყანაში. სწორედ ეს თაობა შედის ახლა დედობის ასაკში, საიდან მოვიყვანოთ ეს არდაბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ვერ გაჩნდნენ 90-იან წლებში, სწორედ ამიტომ შევედით დემოგრაფიულ კრიზისში, რომელიც გასტანს ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ 25-27 წელი", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237