ელტონ ჯონი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილში კონცერტზე იმღერებს

ელტონ ჯონი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილში კონცერტზე იმღერებს

ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილში იმღერებს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროებმა არ დააკონკრეტეს, ელტონ ჯონი ეკლესიაში იმღერებს, თუ საღამოს მიღებაზე.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ელტონ ჯონი 1997 წლიდან პრინცესა დიანას ახლო მეგობარი იყო. პრინცესას გარდაცვალების შემდეგ, ის პრინც ჰარისა და პრინც უილიამს მხარს უჭერდა.

პრინცესა დიანას დაკრძალვისას მან შეასრულა სიმღერა Candle in the Wind.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს არის დაგეგმილი. ქორწილის მოსაწვევი დაახლოებით 600 სტუმარს გადაეგზავნა.

ირანმა, აშშ-ის გარეშე ბირთვული პროგრამის შენარჩუნების სანაცვლოდ, ევროპას ულტიმატუმი წაუყენა

ირანმა, აშშ-ის გარეშე ბირთვული პროგრამის შენარჩუნების სანაცვლოდ, ევროპას ულტიმატუმი წაუყენა

58 წუთის წინ

მისი თქმით, აშშ-მა, 2015 წლის ივლისში, ირანის ბირთვული პროგრამის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ, არაერთხელ დაარღვია დოკუმენტში შეთანხმებული საკითხები, ხოლო აღნიშნული მოვლენების განმავლობაში ევროპა დუმდა. "იმ...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054