17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციების დღეს აღნიშნავს

17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციების დღეს აღნიშნავს

17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციების დღეს აღნიშნავს. 

თანამედროვე ეპოქაში, როცა ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ინტერნეტისა და მობილური კავშირის მოხმარება ყოველდღიურად იზრდება, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კომუნიკაციას ასე უმარტივებს ადამიანებს, მსოფლიო ტელეკომუნიკაციის დღის აღნიშვნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტელეკომუნიკაციის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა, რომლებიც დარგის განვითარებისთვის ყოველდღე ძალიან ბევრს შრომობენ. კომისია ტელეკომუნიკაციების სფეროს ყველა სპეციალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს მათ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიური განვითარების ერაში, საზოგადოებაში არსებული მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო წარმატებით უზრუნველყოფს. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა და მისი დონე მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების დონეს უტოლდება, რაც, რა თქმა უნდა, ამ დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომის შედეგია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანიები ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ საზოგადოებისთვის ტექნოლოგიურ ერაში არსებული მოთხოვნები მაქსიმალურად უზრუნველყონ. ბოლო წლების განმავლობაში, ტელეკომუნიკაციების სფერომ უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა, რომლის გარეშეც თანამდეროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.

ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237