აშშ-მ და ხუთმა არაბულმა ქვეყანამ "ჰეზბოლას'' ლიდერების წინააღდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მ და ხუთმა არაბულმა ქვეყანამ "ჰეზბოლას'' ლიდერების წინააღდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ და ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ლიბანური შიიტური მოძრაობა "ჰეზბოლას" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამინისტროს ცენტრმა მიიღო, რომელიც ასევე მოიცავს საუდის არაბეთს, ბაჰრეინს, ქუვეითს, კატარს, ომანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს.
სანქციები დაუწესდა „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელის მოადგილე ნაიმ კასემსა და მოძრაობის სამ მაღალჩინოსანს, რომლებიც უმაღლეს საბჭოში შედიოდნენ.
ასევე სანქციები დაუწესდათ კერძო პირებსა და შვილობილ ორგანიზაციებს.
„მოძრაობის გენერალური მდივანი და მისი უზენაესი საბჭო განაგრძობს სირიელი ხალხის ტანჯვას, ერაყსა და იემენში ძალადობას, ის ლიბანელ ხალხს რისკის ქვეშ აყენებს და რეგიონში დესტაბილიზაციას ახდენს“,-ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებაში.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილება იმ კომპლექსური ზომების შედეგია, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით, სანქციების სახით დაანონსა. 

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ 15 მაისს ირანის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, ბანკ „ალ-ბილადისა“ და ირანიდან, ერაყიდან და ლიბანიდან რამდენიმე ფიზიკური პირის წინააღდეგ სანქციები დააწესა. 

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237