17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, საყოველთაო ჯვრისწერა ზუგდიდშიც გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, საყოველთაო ჯვრისწერა ზუგდიდშიც გაიმართება

დადიანების ეზოში მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჯვრისწერისთვის 7 წყვილია ამ დროისთვის რეგისტრირებული.როგრც ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელი გიგა ქორთუა აცხადებს, ჯვრისწერა საღამოს ლოცვების შემდეგ 18:00 საათზე დაიწყება. 

მისი ინფორმაციით, რეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკის წყვილი. მათ შორის 70 წელს გადაცილებული.

საყოველთაო ჯვრისწერისთვის სამეგრელოს მასშტაბით 29 წყვილია ამ დროისთვის რეგისტრირებული. მათ შორის ზუგდიდის გარდა 17 არის აბაშაში, 6 კი სენაკში.

საყოველთაო ჯვრისწერა პატრიარქის კურთხევით და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჯვარი დაახლოებით 500–მდე წყვილმა დაიწერა. ხვალ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარს 50–მდე წყვილი დაიწერს. რეგიონების მასშტაბით კი 400.

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

1 საათის წინ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხოველთა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054