მედია: ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეა, შესაძლოა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღოს

მედია: ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეა, შესაძლოა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გამართული მოლაპარაკებისას განაცხადა, რომ თუ ფხენიანი 6 თვემდე ბირთვულ გაიარაღებას მოახდენს და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდას შეწყვეტს, შესაძლოა ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღოს. ამის შესახებ იაპონური გაზეთი Asahi წერს. 

აშშ-ს ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შესაძლოა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ივნისს დაგეგმილ სამიტზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გარანტიები შესთავაზოს.
გამოცემის თანახმად, გარანტიები იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩრდილოეთ კორეა სრულ, შეუქცევად და დადასტურებულ ბირთვულ განიარაღებას დათანხმდება.

შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას იმ ქვეყნების სიას წარუდგენს, რომლებიც ტერორიზმის სავარაუდო დაფინანსებისთვის 2017 წლის ნოემბერში შეადგინეს.

10 მაისს, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს 12 ივნისს სინგაპურში შეხვდება.

ტრამპს და კიმ ჩენ ინს შორის შესაძლო შეხვედრის თაობაზე შეთანხმებას ერთი თვის წინ მიაღწიეს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საიდუმლო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გამოხატა მზადყოფნა, ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილოს.

პომპეოს ვიზიტის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სურს კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

9 მაისს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეაში მეორედ ჩავიდა, სადაც კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები გამართა. მოგვიანებით, მაიკლ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართულ შეხვედრას "პროდუქტიული" უწოდა და აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრის განხილვა იყო. 

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

15 წუთის წინ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ხოლო მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 7 მაისს კი მატარელამ პაოლო ჯენტილონის ხელისუფლება...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054