სიმონ ნოზაძე მრავალშვილიანი დედებისთვის "ქართვლის დედის" სტატუსის მინიჭებას ითხოვს

სიმონ ნოზაძე მრავალშვილიანი დედებისთვის "ქართვლის დედის" სტატუსის მინიჭებას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე საქართველოში მრავალშვილიან დედებისთვის "ქართვლის დედის" სტატუსი მინიჭების ინიციატივით გამოდის.

დეპუტატი თქმით, სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ დედას, რომელიც შვილებს ქართული ცნობიერებით გაზრდის და მისი არც ერთი შვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ იქნება მიცემული.

"მრავალშვილიან დედას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის და ასეთ ქალს, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს. როგორც ადრე იყო გმირი დედის სტატუსი, ეს სტატუსიც ისეთივე იქნება. მხარს ვუჭერ, რომ ოჯახებს, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი მიენიჭოთ. დედა, რომელიც ქვეყანას მრავალ შვილს აღუზრდის და მისი არც ერთი შვილი ნასამართლევი არ იქნება, სტატუსით გამორჩეული უნდა იყოს",  - ამის შესახებ სვიმონ ნოზაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. 

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237