პუტინმა და ერდოღანმა ღაზას სექტორში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს

პუტინმა და ერდოღანმა ღაზას სექტორში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. 

"მათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასობრივ პროტესტს აქციებს, რომელიც იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნის შემდეგ დაიწყო ", - ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს მომიტინგეების დაღუპვის გამო. პუტინმა ყურადღება გაამახვილა ძალადობის თავიდან აცილებასა და მოლაპარაკებების პროცესის დაწყების აუცილებლობაზე, რათა გაეროს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

გარდა ამისა, პუტინმა და ერდოღანმა მოსაზრებები სირიის დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ გაცვალეს. მხარეები ასევე შეეხნენ ენერგეტიკის სექტორში რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

აშშ-მ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩო ოფიციალურად 14 მაისს გადაიტანა. ღონისძიებას აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდენ, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯეისონ გრინბლატი. ცერემონიას ესწრებოდა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ტრამპი თავად საელჩოს გახსნას არ დაესწრო.

საპასუხოდ, ღაზას სექტორში მასობრივი არეულობა დაიწყო, სადაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთმა ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ელჩები გაიწვია. ისრაელმა კი თურქეთის კონსული გააძევა.

დონალდ ტრამპმა გასული წლის 6 დეკემბერს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და თელ-ავივიდან ამერიკის საელჩოს გადატანა გადაწყვიტა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

7 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237