17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული ღონისძიებები ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას. 

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

დღის აღნიშვნას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ერთწლიანი კამპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა. 24 000-მა ადამიანმა და ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ორგანიზაცია (ILGA), გეებისა და ლესბოსელების უფლებების საერთაშორისო კომისია (IGLHRC), ლგბტ ებრაელების მსოფლიო კონგრესი და აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია, ხელი მოაწერეს „აიდაჰოს ინიციატივის“ მხარდამჭერ მიმართვას. ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის პირველად მსგავსი ღონისძიება კონგოს, ჩინეთისა და ბულგარეთის ისტორიაში.

2009 წელს, კამპანიის სახელს დაემატა ტრანსფობია და ამ წლის აქტივობები ძირითადად ტრანსფობიის (ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია და ძალადობა მათ მიმართ) ირგვლივ ფოკუსირდა. ამავე წელს, შემუშავდა ახალი პეტიცია, რომელსაც მსოფლიოს 75 ქვეყნის მასშტაბით 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. მხარდამჭერებს შორის ასევე იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები (ელფრიდე იელინეკი, ფრანსუაზა ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე).

2009 წლის 17 მაისის გამთენიისას, საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ტრანსგენდერული საკითხები ოფიციალურად ამოიღო მენტალურ დაავადებათა სიიდან.[6][7]

საფრანგეთში ამ დღის აღნიშვნის ხელმძღვანელი იყო ლუის-ჟორჟ ტინი, რომელიც 2013 წლის სექტემბრამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ ის ჩაანაცვლა საერთაშორისოდ ცნობილმა ვენესუელელმა ტრანს-უფლებების აქტივისტმა, ადვოკატმა და პროფესორმა ტამარა ადრიანმა. 2013 წლის 18 მაისს, საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა; ეს გადაწყვეტილება წინა დღეს, 17 მაისს გახდა ცნობილი.[8]

2015 წელს კამპანიის სახელს დაემატა ბიფობია.

ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში, ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 2013 წელს, ის აღნიშნეს მსოფლიოს იმ 76 ქვეყნიდან 32-ში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება კრიმინალიზებულია.

ღონისძიებები მოიცავს ქუჩის ფართომასშტაბიან მარშებს, პარადებსა და ფესტივალებს. მაგალითად, კუბაში, ბოლო 3 წლის მანძილზე, ქუჩის უზარმაზარ პარადს მოქმედი პრეზიდენტის, რაულ კასტროს ქალიშვილი მარიელა კასტრო უძღვება. 2013 წელს, ჩილეში, დღის აღსანიშნავად, სანტიაგოს ქუჩებში 50 000 ადამიანი გამოვიდა.

2013 წლის 17 მაისს, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. მომდევნო წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237