ალექსანდრე გალდავა: ცივილიზაცია იქითკენ მიდის, რომ ლგბტ-ებს ურთიერთობების კარგ ტონად მიჩნევა უნდათ

ალექსანდრე გალდავა: ცივილიზაცია იქითკენ მიდის, რომ ლგბტ-ებს ურთიერთობების კარგ ტონად მიჩნევა უნდათ

ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ალექსანდრე გალდავამ, "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრში" დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუკი ლგბტ თემის წარმომადგენლები თავისთვის მიჩენილ სივრცეს არ იკმარებენ და მოუნდებათ იყვნენ იქ, სადაც მოუნდებათ, რატომ არის ეს მათთვის დაუშვებელი.

"სადმე არის ადგილი სადაც ისინი არ არიან?! და ვინმე უშლის?! როცა იწყებენ ამის ღიად დემონსტრირებას და რომ უნდათ რომ ეს კარგ ტონად მისაჩნევად გახდეს, როცა უნდათ რომ დღის წესრიგში შევიდეს მათი ეს ცხოვრები წესი, რაც ნიშნავს, რომ მათი ურთირთობები იქნას სახელმწიფო დონეზე აღიარებული და ამას ქორწინება დაერქვას. ქორწინებას შემდეგ უნდა მოჰყვეს ბავშვის აყვანის უფლებაც. დღევანდელი ცივუილიზაცია ხომ აქეთკენ არის წასული. ვხედავთ სარკესავით, რა არის ჩვენი მომავალი და ამის შიშია ელემენტარულად, მეტი არაფერი. მათი დასახული მიზნები არ მთავრდება მხოლოდ შეკრების ადგილის გამოყოფით", - განაცხადა მამა ალქესანდრემ.

წამყვანის კითხვაზე, "ეკლესია მათ აღიქვამს მტრად?", მამა ალექსანდრემ უპასუხა:

"ეკლესია არცერთ პიროვნებას არ აღიქვამს მტრად. მოვლენას აღიქვამს, მაგრამ ეკლესიას პიროვნება მტერი არ ჰყავს. ეკლესია ვართ თითოეული ჩვენთაგანი და ერთადერთი მტერი ვინც გვყავს, საკუთარი თავია", - აღნიშნა მამაომ.

შეგახსენებთ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237