კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა

კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა

  თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი ძველი თბილისის რეაბილიტაციას, სატრანსპორტო სფეროსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეხო.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, საცობების მართვის კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ტექდათვალიერების შემოღება, პარკირების სისტემის მოწესრიგება, ტაქსების სფეროს რეგულირება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება იგეგმება.

გარდა ამისა, თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს სამშენებლო სფეროს, საჯარო მმართველობისა და ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკი ამ შემადგენლობით, საქართველოში არასდროს ჩამოსულა და თბილისში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია პირველად იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ძირითადად, ქალაქის განვითარებას ეხებოდა. გავაცანით პროექტები, რაც შემდეგი წლების განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. სასიხარულოა, რომ მათ ყველა მიმართულებით მხარდაჭერის სურვილი, ასევე, დაფინანსებისა და კონკრეტულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით თანადგომა გამოთქვეს. მგონია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, რეალიზებას და იმ პოლიტიკების ხორცშესხმას შევძლებთ, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა წარმოდგენილი და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქს წაადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა დააფიქსირეს. 

„ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. გავეცანით მერის ხედვას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან 

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

3 საათის წინ

"მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088