ბერძენიშვილი: თუ კლუბების სპეცოპერაციაზე ივანიშვილმა არ იცოდა, ესეიგი არავინ არაფერს ეკითხება ხელისუფალს

ბერძენიშვილი: თუ კლუბების სპეცოპერაციაზე ივანიშვილმა არ იცოდა, ესეიგი არავინ არაფერს ეკითხება ხელისუფალს

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრში", "ბასიანსა" და "გალერიში", 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპარაციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, კლუბებში სპეცოპერაციას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე არ ჩაატარებდა. 

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფალი, ბიძინა ივანიშვილი, უკვე 6 წელია ხელისუფალია. ოფიციალურად დაბრუნდა პარტიის უფროსად ხელისუფლების სათავეში, ყველაფრის უფროსი თვითონ არის დღისით, დღის მეორე ნახევარში და საღამოს, მან მისი დაბრუნება აღნიშნა მისი პირადი მინისტრის, გახარიას ბრძანებით, 100-ობით შეიარაღებული სპეცრაზმელის შევარდნით კლუბში. 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო, ძალიან ცდება. თუ ასე იყო, ამას თუ დაუშვებ, ესეიგი ქვეყნის ხელისუფალს არავინ არაფერს არ ეკითხება თურმე. ეს ერთი უბედურება იქნება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მის გარეშე ასეთი რამეები არ ხდება და გახარია, მისი უშუალო მინისტრი, ბუნებრივია, ივანიშვილის თანხმობის გარეშე ამას ვერ იზამდა", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237