ბერძენიშვილი: რას ჰქვია ტოტალიტარული სიმბოლიკის მატარებელი ხალხი საჯაროდ დაძრწის და ხელისუფლება მას იყენებს?!

ბერძენიშვილი: რას ჰქვია ტოტალიტარული სიმბოლიკის მატარებელი ხალხი საჯაროდ დაძრწის და ხელისუფლება მას იყენებს?!

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციასა და კონტრაქციაზე საუბრისას, "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა. 

მისი თქმით, კონტრაქციის წევრები "საშიშები" არიან  და ხელისუფლება ამ ტოტალიტარული სიმბოლიკის მატარებელ ხალხს, ქუჩებში საჯაროდ სიარულის ნებას არ უნდა რთავდეს და მითუმეტეს, საკუთარი ინტერესებისთვის არ უნდა იყენებდეს, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. 

"ასეთი ტაქტიკური გამარჯვებები სტრატეგიულ კრახს იწვევს ხოლმე. ასე დაემართა წინა ხელისუფლებასაც, იმის წინა ხელისუფლებასაც და იმის წინის წინასაც. განსაკუთრებით, ერთ რამეს მინდა მივაქციო ყურადღება. ქართული კანონმდებლობა კრძალავს ტოტალიტარულ სიმბოლიკას და მის გამოყენებას. სამკლაურები რომ უკეთიათ, ფაშისტური სომბოლიკით რომ არიან, წინ რომ აქვთ ხელი გაშლილი, ასეთ კადრებს რომ აჩვენებთ, როგორ ფუნქციონირებს ეს ორგანიზაცია?! ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ამით რომ არ დაინტერესდა, გამოიყენებს ხომ?! ასე ეგონათ დასავლეთ ევროპაში, 20-იან წლებში, რომ გამოიყენებდნენ ფაშისტებს მათთვის მიუღებელი ხალხის წინაღმდეგ. ძირითადად ფაშისტებს კომუნისტების, კომუნისტებს ფაშისტების წინააღმდეგ. და მოვიდნენ, ევროპის ერთ ნახევარში კომუნისტები და მეორე ნახევარში ფაშისტები.

ეს ხალხი არის საშიში. მერე რა რომ დღეს მარგინალია, სასაცილოა, კანონს უკვე არღვევს. შესაძლოა ვერც ვერაფერი მიაღწიოს, არაფერი არ გამოუვიდეს, მაგრამ შეგახსენებთ, 1928 წელს 2% ნახევარი აიღო ჰიტლერმა და 1932 წელს ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების გზით. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ სიბეცეს, რასაც იჩენს დღევანდელი ხელისუფლება, სამართლებრივი ასპექტებით რომ ვილაპრაკოთ, რას ჰქვია ტოტალიტარული სიმბოლიკის მატარებელი ხალხი საჯაროდ დაძრწის და ხელისუფლება მას იყენებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237