ბესელია კონტრაქციაზე:მათი ჟესტიკულაცია მიუღებელია, თუმცა მარგინალურ ჯგუფად არ მოვიხსენიებ

ბესელია კონტრაქციაზე:მათი ჟესტიკულაცია მიუღებელია, თუმცა მარგინალურ ჯგუფად არ მოვიხსენიებ

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

"არ მომწონს ასეთი ტერმინები, "მარგინალური ჯგუფები". მე არ მოვიხსენიებდი იმ ადამიანებს ამ ეპითეტით. შეიძლება ვინმესთვის მიუღებელია მისი ჟესტიკულაცია და ა. შ. მაგრამ ასე არ მოვიხსენიებდი", - თქვა ბესელიამ. 

გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ ფაშიზმზეა საუბარი და ისინი თავად ამბობენ, რომ ფაშისტები არიან. ამაზე ბესელიას პასუხი ასეთია: 

"იქ არ იყვნენ მხოლოდ ასეთი ადამიანები". 

ნინო ჟიჟილაშვილმა კი უპასუხა, რომ ვინც იყვნენ მათზე საუბრობს და არა ყველაზე, ამაზე დეპუტატი პასუხობს:

"იმ აქციაზე მათ შორის დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მე არ მომწონს დამოკიდებულება, რომ მოდი საჩვენებლად დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ჟესტიკულაციით გამოხატავდა იმ ტიპის იდეოლოგიას, რომელიც ყველასთვის შეიძლება იყოს მიუღებელი და მეორე მხარეს როდესაც იყვნენ ადამიანები ვინც პოლიციელებს დედას აგინებდნენ და ამის მერე აყენებდნენ, იქ როგორ გაბედეთ ხელის ხლებაო. მე არ მომწონს ეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ საჩვენებელი დასჯისგან და ორმაგი სტანდარტისგან სისტემა მაქსიმალურად დავაზღვიოთ. ეს იქნება დამანგრეველი", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237