ბესელია: შესასწავლია, იყო თუ არა ოქმი გაფორმებული, როცა ვინმეს მიათრევდნენ და ტანზე ტანსაცმელი არ შერჩათ

ბესელია: შესასწავლია, იყო თუ არა ოქმი გაფორმებული, როცა ვინმეს მიათრევდნენ და ტანზე ტანსაცმელი არ შერჩათ

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრში", "ბასიანსა" და "გალერიში", 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპარაციასა და ამაზე პარლამენტის შენობასთან გამართულ პროტესტზე საუბრისას აღნიშნა.

"რაც შემიძლია იმ გულწრფელობიოთ გეტყვით, რომ კლუბში რაც ხდებოდა, კადრები არ მინახავს, მაგრამ რაც კლუბის გარეთ ხდებოდა და რასაც ჩვენ ვადევნებდით თვალს, მე გამიჭირდება უბრალოდ ყველა ცალკეული შემთხვევის შეფასება, მაგრამ თვალს რასაც ვადევნებდი, არ იყო სასიამოვნო ადამიანს რომ მიათრევენ და ტანსაცმელი რომ ტანზე არ შერჩება და ხელ-ფეხით რამდენიმე პოლიციელს მიჰყავს. მინდა გითხრათ, რომ ეს სასიამოვნო კადრები არ იყო არც პოლიციელისთვის არის ეს სასიამოვნო, არც ჩემთვის და არც არავისთვის.

აქ შეიძლება მართლაც დაისვას საკითხი იმ ცალკეული დაკავებების დროს, რაც საჯაროდ ვნახეთ. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, იყო თუ არა რაიმე ოქმი გაფორმებული. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს და ალბათ შემდეგში უკვე ვნახავთ და მოვისმენთ განმარტებებს, იმიტომ რომ როგორც ვიცით არის ყველა ცალკეულ შემთხვევაში ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან წვრილმანი ხულიგნობა. დასტურდება თუ არა, ამ ფაქტებს უნდა შესწავლა", - განაცხადა ბესელიამ. 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

42 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054