ბესელია: კლუბის მიმდებარედ ადამიანების დაკავებაზე მართლაც შეიძლება დაისვას საკითხი

ბესელია: კლუბის მიმდებარედ ადამიანების დაკავებაზე მართლაც შეიძლება დაისვას საკითხი

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა. 

მისი თქმით, გახარიამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ყველაზე ცხელ ადგილას მივიდა.

"კლუბის გარეთ ვითარებას რაც შეეხება, არ იყო სასიამოვნო. ადამიანს რომ ტანსაცმელი ტანზე არ შერჩება და ხელფეხით რამდენიმე პოლიციელს მიჰყავს, რომ გითხრათ რომ სასიამოვნო კადრები იყო, არ იყო. პოლიციელისთვისაც არ არის სასიამოვნო, არც ჩემთვის და არც არავისთვის. აქ მართლაც შეიძლება დაისვას საკითხი. იმ ცალკეული დაკავებების დროს, რაც ჩვენ ვნახეთ საჯაროდ , იყო თუ არა ყველა შემთხვევაში ოქმი გაფორმებული? მე ეს ინფორმაცია არ მაქვს და ამაზე ალბათ მოვისმენთ განმარტებებს. როგორც გვითხრეს, ყველა ცალკეულ შემთხვევაში არის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ანუ წვრილმანი ხულიგნობა, რაშიც სიტყვიერი შეურაცხყოფაც იგულისხმება. დასტურდება თუ არა, ამ ფაქტებს უნდა შესწავლა. 

მე ძალიან გამიხარდა და მივესალმები გიორგი გახარიას მართლაც გაბედულ და უჩვეულო გადაწყვეტილებას, როდესაც ის მივიდა აქციის მონაწილეებთან და ყველაზე ცხელ ადგილას თქვა ის, რაც თქვა. შედეგად ჩვენ მივიღეთ თავიდან აცილებული ძალიან მძიმე შედეგი, რომლის საფრთხეც ძალიან დიდი იყო. მივესალმები მის შეფასებებს, სადაც მან დიალოგის ასეთი სივრცე დატოვა იმ ადამიანთან, ვისაც მიაჩნია რომ მისი უფლება დაირღვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237