ბესელია: შსს-ს ავი განზრახვა რომ ჰქონოდა, კლუბებში სამხრე კამერებით არ შევიდოდა და ვიდეომასალასაც გაანადგურებდა

ბესელია: შსს-ს ავი განზრახვა რომ ჰქონოდა, კლუბებში სამხრე კამერებით არ შევიდოდა და ვიდეომასალასაც გაანადგურებდა

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრში", "ბასიანსა" და "გალერიში", 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპარაციასა და ამაზე პარლამენტის შენობასთან გამართულ პროტესტზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც ბესელია აღნიშნავს, შსს-ს კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას "ავი განზრახვა" რომ ჰქონოდა, სპეცრაზმი შენობაში სამხრე კამრებით არ შევიდოდა და შემდეგ აქციის მონაწილეებს ამ ვიდეომასალას არ აჩვენებდდა.

"სამხრე კამერებით იყო შესული პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბებში შესული. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი დაცვის სტანდარტი, იმისთვის რომ არ შეილახოს სხვათა უფლება, როცა ხდება კერძო საკუთრებაში ჩარევა და იმისთვის, რომ პროპორციული რომ იყოს ეს ჩარევა. პროპორციულობის ტესტის გაზომვა შესაძლებელია სწორედ იმ ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი იმ ვედეომასალით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც არსებობს.

ავი ზრახვით რომ ყოფილიყო განწყობილი პოლიცია და ასეთი ბევრი შემთხვევა მახსოვს მე პირადად, ასეთ დროს კამერებით არ შედის პოლიცია და თუ არსებობს რაიმე მასალა, მას ანადგურებენ. მე როგორც ვიცი, ეს ვიდეომასალა, რომელიც ასახავს კლუბში ჩატარრებულ საგამოძიებო მოქმედებების დროს განხორციელებულ ცალკეულ ეპიზოდურ ფაქტებს, რაც ძალიან მნიშნელოვანია გამოძებისთვის, არის აღბეჭდილი ყველაფერი. ამ ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა, მინისტრმა გახარიამ მისცა ამ აქციის მონაწილეებს", - განაცხადა ბესელიამ. 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

47 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054