დავით უსუფაშვილი: არ ვარ იმ ჭკუაზე, სააკაშვილთან ერთად ივანიშვილი დავამარცხო და პირიქით...

დავით უსუფაშვილი: არ ვარ იმ ჭკუაზე, სააკაშვილთან ერთად ივანიშვილი დავამარცხო და პირიქით...

არ ვარ იმ ჭკუაზე, ივანიშვილთან ერთად სააკაშვილი დავამარცხო, სააკაშვილთან ერთად ივანიშვილს შევუტიო, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა „აიპრესს“ უთხრა, თუ ვინმეს „ნაციონალური“ რევანში უნდა „ოცნების“ ძირს დაცემის მიზნით, მაშინ ის ამ ერთობაში არ იქნება. უსუფაშვილი არც იმ ერთობაში ყოფნას აპირებს, სადაც „ოცნების“ ერთგული კანდიდატი იქნება შემოთავაზებული, თუმცა პარლამენტის ექსსპიკერი მზადყოფნას გამოთქვამს იმ ერთობაში ჩართულობისთვის, რაც საერთო საქმეს გამოადგება.

იქნებით თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი და რას ფიქრობთ საერთო კანდიდატის დასახელების იდეაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს?

ოპოზიციაში ვის გულისხმობთ?

საერთო კანდიდატის დასახელების იდეაზე სხვადასხვა პარტიებმა გამოხატეს პოზიცია. მაგალითად, ნინო ბურჯანაძემ, შალვა ნათელაშვილმა, მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა ოპოზიციას ერთობისკენ, იყვნენ სხვა ლიდერებიც...

მე არ ვიცი რა ტიპის ერთობაზეა საუბარი. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და გიორგი მარგველაშვილი თქვენ ერთად წარმოგიდგენიათ?! საერთო კანდიდატზე მითოლოგიურ მსჯელობებს სჯობია ვინც ამ პროცესში აქტიურობას აპირებს ხოლმე, გააკეთოს თავისი არჩევანი. მე განვაცხადე, რომ შევდივარ ამ პროცესში, შევდივარ კანდიდატობის მიმართულებით. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მეც ინტერესით დავაკვირდები მოვლენებს. თუ ვინმესთან გვერდში დადგომა საერთო საქმეს გააძლიერებს, მე ამისთვის მზად ვარ. მთავარია საერთო საქმე დავინახოთ სწორად.

თუ ვინმეს უნდა „ნაციონალური“ რევანში „ოცნების“ ძირს დაცემის მიზნით, მე ამ ერთობაში ვერ ვიქნები. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი გამაერთიანებელი სახელმწიფოს მეთაური. სახელისუფლებო ბრძოლა უნდა გავმართოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. მეორე მხრივ, ვინმეს მხრიდან „ოცნების“ ერთგული კანდიდატი თუ არის შემოთავაზებული, ვერც ამათთან გავერთიანდები ვერც მხარდამჭერად და ვერც კანდიდატად. ასე, რომ ყველას ვურჩევდი ჩამოყალიბდნენ დროულად და საარჩევნო კამპანიურ რეჟიმში გადავიდეთ. საყოველთაო ოპოზიციურ კანდიდატზე საუბარი ეს არის სრულიად არარეალისტურ, არასწორ მიმართულებაზე დროის კარგვა. ან უკეთეს შემთხვევაში პოზიციონირება, რათა მერე ვიღაცამ თქვას, რომ აი მე მინდოდა ერთობა და სხვამ არ მოინდომაო. მე მგონი ამ სერიოზულ საქმეებს ცოტა უფრო სერიოზულად უნდა შევხედოთ.

არ ვარ იმ ჭკუაზე, რომ ივანიშვილთან ერთად სააკაშვილი დავამარცხო, სააკაშვილთან ერთად ივანიშვილს შევუტიო...

ოპოზიციური პარტიების მხრიდან გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა რომ იყოს შემოთავაზებული დაუჭერდით თუ არა მას მხარს?

ვიმეორებ, საქმეს უნდა დავუჭიროთ მხარი. მარგველაშვილს თუ სააკაშვილი დაუჭერს მხარს, მაშინ ჩვენ ვირჩევთ სააკაშვილს და არა მარგველაშვილს. მე რატომ უნდა დავუჭირო მხარი სააკაშვილს?!

გაბუნია: დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ეფექტიანად უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებული ინიციატივების საკანონმდებლო სრულყოფას

გაბუნია: დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ეფექტიანად უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებული ინიციატივების საკანონმდებლო სრულყოფას

34 წუთის წინ

„დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ ინიციატივა არის სწორი და აუცილებლად გასავლელი გზა ეკოლოგიური ვითარების...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054