ნიკოლ პაშინიანის პარტიაში ერევნის მერის გადადგომას მოითხოვენ

ნიკოლ პაშინიანის პარტიაში ერევნის მერის გადადგომას მოითხოვენ

სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, ერევნის მერი ტარონ მარგარიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ალენ სიმონიანმა პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანის პარტიიდან, "სამოქალაქო კონტრაქტი" RBC- ს განუცხადა.  

მას შემდეგ, რაც პაშინიანი 8 მაისს პრემიერმინისტრად დაამტკიცეს, რესპუბლიკური პარტია ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა ქვეყნის პარლამენტში ჯერ კიდევ უმრავლესობა აქვს.

"მე ვიყავი იქ (ერევნის მუნიციპალიტეტში - RBC) და მე მხარს ვუჭერ ამ ხალხს. მხარს ვუჭერთ მერის გადადგომას. ძველი მმართველი ელიტა უნდა გადადგეს, ისე, რომ ქვეყნის მუშაობის პარალიზება არ მოხდეს ", - განაცხადა სიმონიანმა.
10 მაისს მარგარიანის გადადგომის მოთხოვნით ათეულობით დემონსტრანტი ერევნის მერიასთან შეიკრიბა. ისინი ასევე ერევნის უხუცესთა საბჭოს დაშლას (დედაქალაქის პარლამენტი) ითხოვენ.

დღესვე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში აქტივისტები შეიჭრნენ. 

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

25 წუთის წინ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ხოლო მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 7 მაისს კი მატარელამ პაოლო ჯენტილონის ხელისუფლება...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054