"გერმანული ენის თვე" იწყება

"გერმანული ენის თვე" იწყება

17 მაისს 19:00 საათზე მე-6 საავტორო სკოლაში (ლადო ასათიანის ქ. #28) ყოველწლიური პროექტი "გერმანული ენის თვე" ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც გახსნიან გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არად ბენკო,  შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

გერმანული ენის თვე გაიხსნება შვეიცარიული მუსიკალური სპექტაკლით "აბრაზო - ტანგო გადარჩენისთვის" ("Abrazo - Tango of Survival"), რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი შვეიცარიელი არტისტი ალექსანდრა პრუსა, ტანგო კვარტეტი "Javier Fernandez y su Orquesta ipica" და  მოცეკვავე  არიელ გუტიერეზი. ეს სპექტაკლი აერთიანებს  თეატრის,  მუსიკისა  და  ცეკვის  ელემენტებს  და მხატვრულად მოგვითხრობს შვეიცარიაში 1930-იანი წლების მიგრაციის ნამდვილი ამბის შესახებ,ნათლად აღწერს, იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, რომელიც თან ახლავს მიგრაციას - დღევანდელი საქართველოსთვის ძალზედ  მნიშვნელოვან და რელევანტურ თემას.

15 მაისიდან 17 ივნისამდე გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები და კულტურის დარგის დაწესებულებები წელს უკვე მეექვსედ გამართავენ "გერმანული  ენის  თვეს".  მრავალი  სხვადასხვა ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ  ამ  სამი  ქვეყნის  ენასა  და  კულტურას.  ინაციატივის  "სამი ქვეყანა  -  ერთი  ენა" ფარგლებში  ღონისძიებები  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, რომლის მიზანია ინტერესის გაღვივება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურისადმი.

ერთი თვის განმავლობაში გაიმართება მოხსენებები, კინოჩვენებები, ლიტერატურული,  საინფორმაციო  და  სპორტული  ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ქვეყნები სტიპენდიების,  ბიბლოთეკებისა  თუ  საგრანტო პროგრამების სახით დაინტერესებულ პირებს ისედაც  სთავაზობენ.

ჩვენ წელსაც შევძელით შეგვედგინა ძალიან საინტერესო პროგრამა, რაც საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების კარგი სინთეზი იქნება. მაგალითად გაიმართება მოხსენება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უთრიერთობების შესახებ, საინფორმაციო ღონისძიებები  გერმანიის  აკადემიური  გაცვლის  სამსახურისა (DAAD)  და  გერმანიის  პარლამენტის  სტიპენდიებთან დაკავშირებით, რამდენიმე ლიტერატურული ღონისძიება, საინტერესო ლექციები, საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში, თეატრალური   წარმოდგენები   თბილისში,   ცნობილი   ფილმების

"Victoria" და "Gegen die Wand" ჩვენება, პაბ-ვიქტორინა და სხვა. ღონისძიებებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვედზე:  facebook.com/DreiLaender გთავაზობთ რამდენიმე მთავარი ღონისძიების პროგრამას: 

17.05.2018, 19:00 სთ.

გერმანული ენის თვის ოფიციალური გახსნა: მიუზიკლი "აბრასო - ტანგო გადარჩენისთვის", ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო თბილისში ადგილი: თბილისის მე-6 საავტორო სკოლა, ლადო ასათიანის ქ.28 ღონისძიების ენა: გერმანული.

28.05.2018, 20:00 სთ.

ფილმის ჩვენება "ვიქტორია" (რეჟისორი: სებასტიან შიპერი, 2015) ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო თბილისში / გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ადგილი: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8, თბილისი ღონისძიების ენა: გერმანული, ინგლისური სუბტიტრებით 

30.05.2018, 19:00 სთ.

პაბ-ვიქტორინა "სამი ქვეყანა - ერთი ენა" ორგანიზატორი: გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში ადგილი: ბარი Woland’s Spreakeasy, ი. მაჩაბლის ქ. 2, თბილისი (შესასვლელი წიგნების მაღაზიიდან/კაფედან,  შემდეგ  მიდიხართ  წიგნების  თაროსთან  და  შეგყავთ  პაროლი "Butterbrot") ენა: გერმანული

შენიშვნა: რეგისტრაცია სავალდებულოა  www.facebook.com/DreiLaender

03.06.2018, 10:00 სთ.

"გოეთეს თასი"- საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში, ორგანიზატორი: გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში / ქუთაისის აკ. წერეთლის სახ.უნივერსიტეტი ადგილი: ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. 59 ღონისძიების ენა: გერმანული/ქართული შენიშვნა: რეგისტრაცია სავალდებულოა.

04.06.2018, 19:00 სთ.

მაია ფანჯიკიძე და ნათია ფანჯიკიძე საუბრობენ მაქს ფრიშის "შტილერზე", ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ადგილი: მწერალთა სახლი,  ი. მაჩაბლის ქუჩა 13, თბილისი ღონისძიების ენა: ქართული.

05.06.2018, 14:00 სთ

ლიტერატურული  ღონისძიება "ყინულის  გზა". საბავშვო  წიგნების  ავტორი  ირის ლემანჩიკი წაიკითხავს ამონარიდებს თავისი ნაწარმოებიდან "Über Stock und Stein", ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო თბილისში ადგილი: ბოლნისის I საჯარო სკოლა, ღონისძიების ენა: გერმანული/ქართული.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ: საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, "საქართველო-გერმანიის წლის"  PR-მენეჯერი მზეხა მახარაძეს ტელ.: 593 59 28 72, ელ. ფოსტა:mzekhamakharadze@gmail.com

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"დღევანდელი კონფერენცია  იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა - ეს...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172