ქობულეთში, კარიერის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს მირიან ქათამაძე გაეცნო

ქობულეთში, კარიერის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს მირიან ქათამაძე გაეცნო

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საკრებულოს წევრ დავით წულუკიძესთან და ინფრატრუქტურის სამსახურის უფროს ზაზა კაიკაციშვილთან ერთად კარიერში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. 

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარი დაიხარჯება.

კარიერის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბნის კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

დასახლებაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე ხელს უშლიდა უბნის შემდგომ განვითარებას. კარიერი მოწესრიგებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, კეთილმოწყობილი ქუჩებით, განაშენიანებული სკვერებით უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვისაც.

ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

11 წუთის წინ

როგორც "აიპრესს" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების თქმით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237