გურჯაანში, გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში გადასვლას არ აპირებენ

გურჯაანში, გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში გადასვლას არ აპირებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ბაზარში მოვაჭრეებს შეხვდა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რასაც პროტესტი მოჰყვა. 

“ჭავჭავაძის ქუჩაზე არის ფართი, რომლის ნაწილი ეკალ-ბარდისაგან გასასუფთავებელია. მოვაჭრეებს შევხვდი და შევთავაზე, რომ დროებით იქ გადასულიყვნენ, სანამ ბაზარი აშენდება. დასუფთავების ხარჯს კი მერია გაიღებდა. მაგ ადგილას ადრე იმართებოდა ე.წ. საბითუმო ბაზრობა, სადაც კარგი ვაჭრობა იყო. ადგილი ადვილად მისადგომია და არც მაგისტრალი გადაიკეტებოდა. ამაზე კარგი ალტერნატივა პრინციპში გურჯაანში არ არსებობს. მეპატრონე შეგვპირდა, რომ ამ ადგილს უფასოდ დაგვითმობს. მე ვარ გარანტია იმის, რომ როგორც გადავიყვან, ისე დავაბრუნებ რეაბილიტირებულ ადგილას . მოვაჭრეებმა პროტესტი გამოთქვეს, დეზინფორმაციები ვრცელდება რატომღაც. ამიტომ შევხვდი მათ და პირადად ვესაუბრე.“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა. 

მოვაჭრეთა თქმით, ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

"მერმა გვითხრა, ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოგიყოფთ ადგილს და იქ გადადითო. არც დახლებია, არც გადახურულია და ამ შუაგულ მზეში ტრიალ მინდორზე უნდა დავდგეთ?! არსად გასვლას არ ვაპირებთ. ან იქ ვინ უნდა მოვიდეს, სადღა იქნება მყიდველი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, თუ ვაჭრობა არ იქნება, სესხი რითი უნდა დავფაროთ?! მკვდარს თუ გამიყვანენ აქედან, თორემ ცოცხალი არ გავალ. ჯერ ერთი მხარე ააშენონ და მერე მეორე, ჩვენც ისევ აქ დავრჩებით და ისე ვივაჭრებთ.“ - აცხადებენ გლეხური ბაზრის მოვაჭრეები.

მოვაჭრეების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ბაზრის ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, მეპატრონეები მათ უკან აღარ დააბრუნებენ და ბაზრის ადგილას სხვა ობიექტი აშენდება .

როდის დაიწყება თანამედროვე სტანდარტების ბაზრის მშენებლობა, გურჯაანის გლეხური ბაზრის ადმინისტრაციაში თარიღს ვერ აკონკრეტებენ.

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

2 საათის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მარტვილიდან იყო, ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237