ლუქსემბურგმა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო

ლუქსემბურგმა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღაზას სექტორში "მიუღებელი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით" ისრაელის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

„ლუქსემბურგი კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას და დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს ", - ნათქვამია განცხადებაში.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.
აშშ-მ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩო ოფიციალურად 14 მაისს გადაიტანა. ღონისძიებას აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდენ, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯეისონ გრინბლატი. ცერემონიას ესწრებოდა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ტრამპი თავად საელჩოს გახსნას არ დაესწრო.

საპასუხოდ, ღაზას სექტორში მასობრივი არეულობა დაიწყო, სადაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთმა ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ელჩები გაიწვია. ისრაელმა კი თურქეთის კონსული გააძევა.

დონალდ ტრამპმა გასული წლის 6 დეკემბერს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და თელ-ავივიდან ამერიკის საელჩოს გადატანა გადაწყვიტა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

8 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237