შუახევში, ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

შუახევში, ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები, დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობა.

შუახევის მერიის ინფორმაციით პროექტისთვის მერიამ 4380 ლარით დახარჯა.

ამბულატორია 2 სოფლის ნენიის და ნიგაზეულის მოსახლეობას მოემსახურება, მიმდინარე წელს დაგეგმილია ჭვანის და ბრილის ამბულატორიების რეაბილიტაცია, იგეგმება ასევე წყალსაყრის ამბულატორიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

დასრულებული სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

2 საათის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მარტვილიდან იყო, ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237