ცინცაძე ნარკოპოლიტიკაზე: არა მგონია ივანიშვილი ბერას ლიბერალურ მიდგომებს 100%-ით იზიარებდეს

ცინცაძე ნარკოპოლიტიკაზე: არა მგონია ივანიშვილი ბერას ლიბერალურ მიდგომებს 100%-ით იზიარებდეს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი გიორგი გახარიას რეიტინგი მოუმატა თუ დააკლო, როდესაც შს მინისტრი აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა.

პოლიტოლოგი „აიპრესთან“ ამბობს, რომ ეს საკითხი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ნათელი.

პოლიტოლოგი ნარკოპოლიტიკის მიღების პროცესზეც საუბრობს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილებაა, რომ ხელების გადაგრეხვის პრაქტიკა არ გამოიყენება და დეპუტატები თავისუფლები არიან. მისივე აზრით, ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ერევა.

„უმრავლესობის ზოგიერთი წევრი უკვე ბუზღუნით, მაგრამ უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომლის ქვეტექსტიც ასეთია, რომ კანონებს ჩვენ ვღებულობთ და მინისტრს ვინ ეკითხებაო. საბოლოო ჯამში კანონი ჩვენ უნდა მივიღოთ და მინისტრი რომ ვიღაცებს რაღაცებს ჰპირდება და რაღაც გარანტიებს აძლევს, ბოლოს პროცესი ჩვენთან უნდა მოვიდესო. ეს ფაქტორიც არის. როგორც ჩანს, ეს განხილვა ცოტა შეკუმშულ ვადებში უნდა მოხდეს. არ აქვთ 2-3 თვე ვადის გაჭიმვისათვის. ამიტომ შორსმავალი დასკვნებისაგან მე თავს შევიკავებდი. ვნახოთ რას მიაღწევს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა და შემდეგ პარლამენტში კონსერვატორები და ლიბერალები როგორ შეთანხმდებიან. როგორც ჩანს, უმრავლესობაში ხელების გადაგრეხვის პრაქტიკასაც არ ექნება ადგილი. ასეთი შთაბეჭდილებაა ჯერჯერობით, რომ პარლამენტარები გადაწყვეტილებაში თავისუფალნი არიან“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

კითხვაზე, ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა? - პასუხობს, რომ არ ერევა.

„მე მგონი ივანიშვილი არ ერევა. თვითონ ბატონი ბიძინა, ოჯახი, ტრადიციები, ეს, ის... მე არა მგონია ბატონი ბიძინაც თავისი შვილის და შვილის მეგობრების, ამ თაობის ლიბერალურ მიდგომებს 100 %-ით იზიარებდეს. ამიტომაც, პარლამენტის წევრები ჯერჯერობით თავისუფლად გრძნობენ თავს საკუთარი აზრის დაფიქსირებისას. ამიტომაც არის, რომ უმრავლესობაში ცუდად შენიღბული აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც დროდადრო დაპირისპირებამდეც კი მიდის“, - უთხრა სოსო ცინცაძემ „აიპრესს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

33 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237