სენატმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

სენატმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას კომიტეტის თავმჯდომარე, რიჩარდ ბური მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტის ათმა წევრმა ჰასპელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ხუთი კი წინააღმდეგი იყო. ბურმა ჯინა ჰასპელს CIA- ს უფროსის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი
უწოდა. მისი შეფასებით, ჰასპელი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში პატივს სცემდა მორალურ, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს.
7 მაისს, ჰასპელი, რომელიც CIA- ს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, ამავე უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, რადგან CIA- ს დირექტორი მაიკლ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
იმავე დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობის დატოვება სურდა, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა გადააფიქრებინეს. 

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

43 წუთის წინ

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, სონ კიმმა სამიტის მომზადების გზამკვლევი გაიხსენა. როგორც გამოცემა წერს, მან უკვე გადალახა საზღვარი და გეგმავს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩჰვე სონ ჰის შეხვდეს. სონ კიმი და ჩჰვე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237