რუსეთის ეკლესიას საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება

რუსეთის ეკლესიას საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, რომელიც 2018 წლის 14 მაისს შეიკრიბა, მოისმინა უწმიდესის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადება საქართველოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის გამოგზავნის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

მათივე ინფორმაციით, ამაზე შეთანხმება  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიღწეულია.

"სინოდის წევრებმა დაადგინეს, რომ საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის, თბილისში, წირვა-ლოცვას აღავლენს სასულიერო პირი მოსკოვიდან, დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი.

აუცილებლობის შემთხვევაში, მას უფლება ეძლევა წარმოადგინოს რუსეთის პოზიცია“, - ნათქვამია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237