სესიაშვილი: პარლამენტში პრეზიდენტი "პატრიოტთა ალიანსმა" შეაქო და მგონი, საერთო ინტერესები იპოვეს

სესიაშვილი: პარლამენტში პრეზიდენტი "პატრიოტთა ალიანსმა" შეაქო და მგონი, საერთო ინტერესები იპოვეს

" გიორგი მარგველაშვილს მოვუწოდებ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება გაიმეოროს და განმარტოს, მისი იდეა რაში მდგომარობს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვისა და უშიშროების კომჯტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება მას გაუკვირდა.

"ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა რა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, ეს გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსმა" შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში“.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

54 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237