არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანში სოციალური საწარმოს "პურთა პური" გახსნას დაესწრო

არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანში სოციალური საწარმოს "პურთა პური" გახსნას დაესწრო

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანში, სოციალური საწარმოს „პურთა პურის“ გახსნას დაესწრო. საცხობი უსაფუარო, სვიაზე დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პურს გამოაცხობს, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. საწარმოში მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან.

„მსგავსი სოციალური საწარმოების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ბევრი მომხმარებელი ეყოლება მათ წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.“ -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

სოციალური საწარმო "პურთა პური" ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა“ და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებისა და პროექტის „ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების, შესაძლებლობების გაუმჯობესება, მოწყვლადი დედებსა და ბავშვებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის "მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ მხარდაჭერით შეიქმნა.
 

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

1 საათის წინ

რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237