ქედაში ღონისძიება სახელწოდებით "ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში" გაიმართა

ქედაში ღონისძიება სახელწოდებით "ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში" გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ,,გენდერული თანასწორობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“ დააფინანსა, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა. ვორქშოფ/სემინარი სახელწოდებით - ,,ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

ღონისძიების მიზანია: ქალების ურთიერთობის გაღრმავება, ახალი კონტაქტების შეძენა, წარმატებული ქალი ბიზნესმენის გამოცდილების გაზიარება და წარმატებული ბიზნეს მარგალიტების წარდგენა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა.

მოხსენებები წარადგინეს:

- მაყვალა კვირიკაძე, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე-,,ბიზნესიდან ასოციაციის თავმჯდომარეობამდე".
- ნათია სურმანიძე, ბათუმის ქალთა ოთახის მენეჯერი - ,,ქალთა ოთახების როლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის".
- მანანა ბოლქვაძე - Bee Georgia -აჭარა-ს დამფუძნებელი და დირექტორი, რომელმაც წარმატებამდე განვლილი გზის ისტორია გაუზიარა მსმენელს.
- ნადეჟდა ჯაბნიძე - ფერმერი და მეწარმე ,,ძლიერი და წარმატებული ქალები ქმნიან უკეთეს საზოგადოებას“ და სხვა.

დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის "ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში" ჩვენება და განხილვა.

ღონისძიების ფასილიტატორი ქედის ,,ქალთა ოთახის“ მენეჯერი თეა შარაშიძე იყო.

ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

8 წუთის წინ

როგორც "აიპრესს" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების თქმით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237