17 მაისს ფოლკლორის ცენტრის ეზოში სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება

17 მაისს ფოლკლორის ცენტრის ეზოში სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება

17 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში - საზაფხულო სცენაზე - გაიმართება ახალქალაქის, ბათუმის, დუშთის და წალენჯიხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი.

2015 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის სწავლა უფასოდ შეუძლია.

დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს 22 სალოტბარო სკოლა (ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, წალენჯიხა, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, საჩხერე, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, ბორჯომი, ახალქალაქი, კასპი, გორი, დუშეთი, თელავი, ყვარელი), სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერას და საეკლესიო გალობას.

დასაწყისი 15 საათზე

კახა კალაძე ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს სიგელებს გადასცემს

კახა კალაძე ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს სიგელებს გადასცემს

24 ივლისი, 2018

"რამდენიმე დღის წინ ორ ადამიანს, რომელიც ყველასათვის დასაფასებელი და საყვარელი პიროვნებები არიან -ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ვახტანგ, ბუბა კიკაბიძეს ჰქონდათ იუბილე. მინდა, დიდ სიყვარულით მივულოცო, მივულოცო ჩვენი თანამშრომლებისგან...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176