კასპში თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

კასპში თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

დღეს კასპის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ულამაზესი ღონისძიება - თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

თექის წრე მეორე წელია, რაც ფუნქციონირებს და მასში 12 მოსწავლეა გაერთიანებული. რამოდენიმე თვეა რაც ამ გამოფენისთვის ვემზადებოდით, გოგონები თავდაუზოგავად შრომობდნენ და განსაკუთრებით ემზადებოდნენ ამ დღისათვის. თექაზე მუშაობა შრომატევადია, ცოტა ფანტაზია და მხატვრის თვალიცაა საჭირო, ჩვენს გოგონებს კი ეს არ აკლიათ - აღნიშნა პედაგოგმა ნინო ქენქაძემ.

გამოფენა მრავალფეროვანი იყო პეიზაჟი, საქართველოს კუთხეები, ტრადიციები, ქართული სახლი და ეზო, სამოსი.

ღონისძიება გაალამაზა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრებმა, რომელიც მოსწავლეთა სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა. 

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

1 საათის წინ

რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237