სამტრედიაში ბორანის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვალერიანე ფოცხვერიამ დაათვალიერა

სამტრედიაში ბორანის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვალერიანე ფოცხვერიამ დაათვალიერა

ახალი სოფლის ტერიტორიაზე, ზამთრის სტიქიის შედეგად, დაზიანებული ბორანის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რიონის ორ ნაპირს აერთებს. ბორანი მნიშვნელოვან სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. მერიის დვალებით, გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახური, ამ წუთებში აღდგენითი სამუშაოები ატარებს.

სამუშაო პროცესი დაათვალიერა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

„ეს ბორანი საქართველოს მასშტაბით შემორჩენილია მხოლოდ სამტრედიაში, ამიტომ ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და აუცილებელია მისი მწყობრში მოყვანა. სტიქიის დროს ბორანი ხშირად ზიანდება, თუმცა ყოველთვის ხერხდება მისი აღდგენა“– განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

2 საათის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მარტვილიდან იყო, ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237