მეზვრიშვილი: 17 მაისს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული

მეზვრიშვილი: 17 მაისს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 17 მაისს აქციის მონაწილეეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

აქვე, ნათია მეზვრიშვილმა ანა სუბელიანის განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-მ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. 

მისი თქმით, ანა სუბელიანი ამ საკითხთან დაკავშირებით დაბარებული იქნება პოლიციის განყოფილებაში.

"ანა სუბელიანის განაცხადებაზე, რომელიც მან რუსთავი 2–ის ეთერში გააკეთა , შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება მუქარის მუხლით. ანა სუბელიანი დაბარებული იქნება პოლიციის განყოფილებაში, გამოიკითხება და შემდგომ ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას“–განაცხადა ნათია მეზვიშვილმა.

რაც შეეხება ანა სუბელიანის მეორე განცხადებას,სადაც ამბობს, რომ აქციის ღამეს მისწერა ნათია მეზვრიშვილს და სამინისტრისგან არაადეკვატური პასუხი მიიღო, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ჭორებზე ვერ ისაუბრებს. 

„არ მგონია, რომ ამაზე სეროიზულად უნდა გავცე პასუხი. ანა სუბელიანი განხლავთ თანასწორობის მოძრაობის ერთ–ერთი წარმომადგნელი, ამ ორგანზიაცაისთან ძალიან მჭიდრო თანამშორმლობა გვაკავშირებს 17 მაისის ღონისიძიებებთან დაკავშირებით და თანამშრომლობა მიმდინარეობს ძალიან კარგად, მათ შორის ორიგანზიაციის სხვა წარმომადგენლებთან, რაც შეეხება განცხადებას, ჭორებზე საუბარს არ ვაპირებ"-განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

მედიაში გამოქვეყნებულ "გალერის" დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

მედიაში გამოქვეყნებულ "გალერის" დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

3 საათის წინ

„2018 წლის 23 მაისს, გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054