ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და შავი ზღვისეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტს,  გრამოზ რუჩის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო  რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრა სტამბულში, PABSEC-ის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

53 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237