ცინცაძე: მოლაპარაკების შემდეგ შეგვეძლება თქმა, გახარიამ სარეიტინგო ქულები მოიპოვა, თუ დაკარგა

ცინცაძე: მოლაპარაკების შემდეგ შეგვეძლება თქმა, გახარიამ სარეიტინგო ქულები მოიპოვა, თუ დაკარგა

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ნაადრევია საუბარი იმაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სარეიტინგო ქულები მოიპოვა თუ დაკარგა იმ ქმედებით, როდესაც ის აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა. ცინცაძის შეფასებით, მოძრაობა „თეთრ ხმაურთან“ მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა ეს ყოველივე. თუ მათ აქცია გაანაახლეს, მაშინ ეს გახარიას პლუსად არ ჩაითვლება.

პოლიტოლოგი „აიპრესთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ პრემიერის თანამდებობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ შეიცვლება.

„ჩვენთან ხომ საკადრო სელექცია „აქილევსის ქუსლია“? დაწყებული ჯერ კიდევ გამსახურდიას პერიოდიდან. ამიტომ, თუ მიღებულია გახარიას გაპრემიერების გადაწყვეტილება, მას შეუძლია მშვიდად იყოს და არაფერი არ აკეთოს. ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავოს და გახდება პრემიერი.

რასაკვირველია ამ ყველაფერს ნიადაგის მომზადება არ სჭირდება. მისი მხრიდან ზედმეტი ინიციატივა და ვიღაცისთვის თავის მოწონება აუცილებელი არ არის. თუ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ასეთი სარისკო ინიციატივები, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან და იგივე ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, მაშინ ესეც არ არის გამართლებული.

ზოგადად, როდესაც შს მინისტრი ხდება პრემიერი ეს რაღაც გარემოებით უნდა იყოს გამართლებული. ან იმით, რომ მან უკვე გაატარა რაღაც რეფორმები, სამინისტროს ხელი დაატყო... გახარიას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა. ნარკოტიკების 10-15 გამსაღებლის დაკავება, მით უმეტეს, მაშინ როცა ისინი მხოლოდ ეჭვმიტანილები არიან, ეს არ იქნებოდა საკმარისი გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელებს ეთქვათ, რა ეფექტური მენეჯერია, მოდით ის იყოს პრემიერიო. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მაშინვე იყო მიღებული, როდესაც ის დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. შესაძლოა 2-3 კანდიდატურა ჰყავთ, რომლიდანაც ერთ-ერთი შეირჩევა. მაგრამ მე არა მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრემიერი შეიცვალოს. მით უმეტეს, იყო განცხადებები, რომ ახლო მომავალში არაფერი იგეგმება.

კი, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მომზადდეს გადაწყვეტილება, მაგრამ იცით რაშია საქმე?! ეს პროცესი ჯერ ხომ არ დამთავრებულა?! ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული როგორ დამთავრდება მოლაპარაკება გახარიასი და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“. რთული მოლაპარაკებაა, იმიტომაც რომ მეორე მხარე არაფრით არაა შეზღუდული. აქ კლასიკური დიპლომატიის წესი გამორიცხულია. თანაც მეორე მხარეს უკვე პანიკური შიში აქვს, რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას აზრი, რომ ისინი გაუმართლებელ დათმობაზე წავიდნენ. მით უფრო, რომ აქციის ნებაყოფლობითი დაშლის შემდეგ გაისმა საყვედურები მათი მისამართით. ამიტომ თუ მათ და ღამის კლუბების ხელმძღვანელებმა გაიჯახუნეს კარი და თქვეს, რომ არაფერი გამოდის უნდა გააგრძელონ პროტესტი,  მაშინ ეს გახარიას პლუსად არ ჩაეთვლება. ამიტომ, საუბარი ახლა იმაზე ამ ქმედებით გახარიამ სარეიტინგო ქულები აკრიფა თუ დაკარგა, ნაადრევია. ამის თქმა ჩვენ შეგვეძლება მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკება დამთავრდება. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, გახარია რას იტყვის პარლამენტში“, - თქვა სოსო ცინცაძემ "აიპრესთან". 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

39 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054