ნინო თვალთვაძემ ეროვნულ კონფერენციაზე ქუთაისში გენდერული კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა

ნინო თვალთვაძემ ეროვნულ კონფერენციაზე ქუთაისში გენდერული კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა

საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო პირველ ეროვნულ კონფერენციას ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ. 

კონფერენციის ორგანიზატორიები არიან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერები - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP).

ეროვნულ კონფერენციას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდა, რომელმაც გენდერული კუთხით იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ქუთაისის მერიამ 4 თვის განმავლობაში დაგეგმა და შეასრულა.

,,ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ მცირე დროში არსებულ მიღწევებზეც ვისაუბრეთ გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით და ასევე დავაყენეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები და განვიხილეთ გამოწვევები:

1. ქალაქ ქუთაისის საკრებულოში ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო და აპრილის ბოლოს საბჭოს მიერ დამტკიცებულ იქნა სამოქმედო გეგმა. შემდეგ ამოცანას წარმოადგენს ვიზრუნოთ აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების ბიუჯეტირებაზეც.

2. ჩვენ, ფონდი "სოხუმის" ინიციატივით, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შევიტანეთ "გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი", რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის წესით მისაღებ თანამშრომლებს სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად უწევთ აღნიშნული სამართლებრივი აქტის გაცნობაც და შესწავლაც, რაც უსათუოდ ზრდის ცნობიერებას აღნიშნულ სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით;

3. 2018 წლის ბიუჯეტით დავიწყეთ ორი ახალი პროგრამის განხორციელება, ერთი ეხება მარტოხელა მშობლების მხარდაჭერას კომუნალური გადასახადების ნაწილის დაფარვის მიზნით, ხოლო მეორე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის დატოვების შემდეგ ფინანსურ დახმარებას თვეში 100 ლარის ოდენობით. აქვე ვისაუბრეთ გამოწვევებზეც და იყო უმნიშვნელოვანესი ის, რომ პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელს წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები მარტოხელა დედის სტატუსის სამართლებრივ განმარტებასთან დაკავშირებით. კვარტალური ანგარიშით, 10 მარტოხელა დედა სარგებლობს ჩვენი პროგრამით. მაგრამ ვთვლით,რომ კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რეგულაცია მარტოხელა დედისათვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშრებით, საჭიროებს კიდევ დახვეწას.

ამ მიმართულებით, ვაპირებ გენდერული თანასწორობის საბჭოს შევთავაზო რეგულაციის მომზადება; ასევე ავღნიშნე ისიც, რომ კვარტალური ანგარიშით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მხარდაჭერის პროგრამით ჯერ არავის არ უსარგებლია. გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მოხდა ინფორმაციის გავრცელება ყველა თავშესაფარში, რადგან ქუთაისში რეგისტრირებულ მსხვერპლს ეხება ჩვენი პროგრამა, რომ შესაბამისი ინფორმაცია გააჩნდეთ.

4. ასევე გავაჟღერეთ ინიციატივა მრავალშვილიან დედებთან დაკავშირებით. ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა უკვე ინიციატივა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების სახით შეღავათის დაწესება, არამედ ასევე კონკრეტულად მრავალშვილიანი დედების ჯანმრთელობის კუთხით გაძლიერება (შესაძლებელია ცალკე პაკეტი გააჩნდეთ სადაზღვევო) და ასევე ეკონომიკური გაძლიერება და წახალისება. 

ძალიან მიხარია, რომ ასეთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი და მოგვეცა თვითმმართველობას შესაძლებლობა დაგვეყენებია ჩვენი ინიციატივები, მოგვესმინა მიმდინარე პროცესების შესახებ და გაგვეზიარებინა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული გამოცდილებები. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

2 საათის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მარტვილიდან იყო, ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237