ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან გამართა შეხვედრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

ირაკლი კობახიძისა და ისმაილ ქაჰრამანის შეფასებით, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ  ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში საპარლამენტო თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნეს და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

3 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237