აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება

აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება

აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მ/წლის 17 მაისს დილის 4 საათიდან დღის 14 საათამდე აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება შეზღუდვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მსხვილ მომხმარებელს 17 მაისს დილის 4 საათიდან 17 მაისის დღის 14 საათამდე შეუწყდება გაზის მიწოდება.

იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი„-ს აჭარის რეგიონის ტექნიკური სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და თხოვნით მიმართავს თავის აბონენტებს, გაზის გათიშვის შემთხვევაში, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „სოკარ ჯორჯის გაზი“-ს ადმინისტრაცია მომხმარებლებს ეტაპობრივად მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.

თემები:
ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

ბათუმში 35 წლამდე ქალი ლიფტში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაჭრეს

8 წუთის წინ

როგორც "აიპრესს" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების თქმით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237