დღეს ევროპის ლიგის ფინალია

დღეს ევროპის ლიგის ფინალია

დღეს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში უეფას ევროპის ლიგის ფინალი გაიმართება. 

მადრიდის "ატლეტიკომ" ევროპის ლიგის ფინალი ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ მოიგო, "მარსელმა" კი ამდენივე ფინალი წააგო და ევროპის ლიგის გამარჯვებული არასდროს ყოფილა.

მადრიდის "ატლეტიკო" და "მარსელი" ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ, მარსელში შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მადრიდში კი "ატლეტიკომ" მოწინააღმდეგე 2:1 დაამარცხა.

ევროპის ლიგის გამარჯვებული უეფასგან 6 მილიონ ნახევარ ევროს მიიღებს, ფინალისტი კი - სამი მილიონით ნაკლებს. 

"მარსელსა" და "ატლეტიკოს" შორის დაპირისპირება ლიონის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

1 საათის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237