ბერლინი: ევროპელ პარტიორებს ირანთან ბირთული შეთანხმების შენარჩუნებაში ვეთანხმებით

ბერლინი: ევროპელ პარტიორებს ირანთან ბირთული შეთანხმების შენარჩუნებაში ვეთანხმებით

ბერლინი ევროპელ პარტნიორებს ეთანხმება, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JFAP)უნდა შენარჩუნდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ბუნდესტაგში განაცხადა,-ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, დავიცვათ საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი განიარაღების სფეროში. შეთანხმების გარეშე უფრო მეტი გაურკვევლობა იქნება ირანსა და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ გვინდა, რომ ეს თავიდან ავიცილოთ და ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ვაგრძელებთ ", - განაცხადა დიპლომატმა.

ცნობისთვის, 8 მაისს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებას ტოვებს.
"ვაცხადებ დღეს, რომ აშშ ირანთან ბირთვულ გარიგებას გააუქმებს. უახლოეს მომავალში ვაპირებ პრეზიდენტის ბრძანებულებას გამოვცე, რომელიც ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ჩვენ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას უმაღლეს დონეზე ველოდებით ", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის ლიდერის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ სანქციები უახლოეს მომავალში "სრულად შევა ძალაში".

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237