ნათია მეზვრიშვილი: მზად ვართ, პარლამენტში ყველა კითხვას გავცეთ პასუხი

ნათია მეზვრიშვილი: მზად ვართ, პარლამენტში ყველა კითხვას გავცეთ პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მინისტრი გიორგი გახარია მზად არის, პარლამენტში ისაუბროს, როგორც უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე 12 მაისს ღამის კლუბებში განვითარებულ მოვლენებზე.

მეზვრიშვილის თქმით,  ისინი მზად არიან, ყველა კითხვას გასცენ პასუხი.

"შსს მინისტრი პარლამენტში პარასკევს წარსდგება. ვისაუბრებთ, როგორც სამინისტროს გატარებული რეფორმების მიმართულებით, ასევე სამომავლო გეგმებზე და ბუნებრივია, ვისაუბრებთ ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ვიქნებით აბსოლუტურად ღია და მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. მზად ვართ, ყველა დეტალი მივწოდოთ დეპუტატებს,ის რაც გამოძიებამ დაადგინა, თუ რა ხდებოდა კლუბებში საგამოძიებო სამუშაოებისას, ასევე გარეთ", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237