ქაცარავა: მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი იზიარებს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში

ქაცარავა: მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი იზიარებს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში

"ის, რომ პრეზიდენტი იზიარებს ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, არის მისასალმებელი" - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრის სურვილზე საუბრობს.

"ასევე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად იზიარებენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ასევე ჩვენს პრაგმატულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, მანამდეც იყო შესაძლებლობა იმისა, რომ როდესაც პრემიერმინისტრმა განაცხადა მზაობა ხელი შეეწყო და მხარი დაეჭირა მაღალი დონის შეხვედრისთვის, სადაც საუბარი შეეხებოდა და განიხილებოდა ის პრობლემური საკითხი, რასაც ტერიტორიული მთლიანობა ქვია და რასაც ვთვლით ყველაზე პრობლემატურ საკითხს რუსეთთან მიმართებაში, ოდნავ მცირედი ნაბიჯიც კი გადაიდგმებოდა ამ მიმართებაში, მსგავსი განცხადებაა და გამოხმაურება არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი რა იგულისხმა პრეზიდენტმა, როდესაც ამაზე ისაუბრა, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება არის ყველასთვის მაკაფიო და ცნობილი"-განაცხადა ქაცარავამ.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

37 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054