გოცირიძე კახა კალაძეს: ვისაც სურს მიეცით ფული და თავად შეიძენენ ბინებს,  ვისაც უნდა დაელოდოს

გოცირიძე კახა კალაძეს: ვისაც სურს მიეცით ფული და თავად შეიძენენ ბინებს, ვისაც უნდა დაელოდოს

"თუ მერიას მართლაც აქვს ფული, დაზარალებულ ოჯახებს არჩევანის შესაძლებლობა უნდა მისცეს" - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარემ  რომან გოცირიძემ, თბილისის მერიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, სხვა შემთხვევაში ამ საკითხს ბიზნესის ლობირების სუნი ასდის.

"თუ მართლაც აქვს თბილისის მერიას ფული, მაშინ უნდა შესთავაზოს ის ფორმა, რომელიც ფაქტობრივად ნიშნავს ვიღაცეების ლობირებას, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესის. როდესაც საუბარია, რომ აუშენებენ 800 ოჯახს ბინებს და რაღაც 16 ჰექტარი მოძებნეს და ეს ოჯახები უნდა ელოდნონ წლების განმავლობაში და ვიცით, როგორ შენდება ბინები. კეთილი ინებოს და გააკეთოს ის შეთავაზება, ვისაც სურს მისცენ ფული და თავად შეიძენენ ბინებს, ვისაც უნდა დაელოდოს მრავალწლიან მშენებლობის პროცესს. ეს არის კონკურენტული, ჯანსაღი. არაკორუფციული მექანიზმი და ხელს შეუწყობს სამშენებლო ბიზნების განვითარებას. სხვა შემთხვევაში უდის ბიზნესის ლობირების სუნი"-განაცხადა გოცირიძემ.

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080