მდინარაძე: ხედავდით ამ დღეების განმავლობაში რამდენად ადეკვატური იყო პოლიცია, შსს და მინისტრი

მდინარაძე: ხედავდით ამ დღეების განმავლობაში რამდენად ადეკვატური იყო პოლიცია, შსს და მინისტრი

" შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლის ფორმატზე კონსულტაციის შედეგად შევჯერდით" - ამის შესახებ ჟურნალოსტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, განვითარებული მოვლენების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის და პოლიციის ქმედება იყო ადეკვატური.

"შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ კონსულტაციების შედეგად. მინისტრი მზად არის, ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას ამომწურავი და დეტალური პასუხი გასცეს. ჩვენი მოწვევით რომ მოსულიყო, ამას დრო დაჭირდებოდა, ამიტომ თავად მოახდინა ინიცირება. პარასკევს ძალიან საინტერესო დებატები გვექნება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა. ხედავდით ამ დღეების განმავლობაში რამდენად ადეკვატური იყო პოლიცია, შსს და მინისტრი განვითარებული მოვლენების ფარგლებში. ველოდებით, ასევე ადეკვატურ პასუხებს და ადეკვატურ რეაქციებს და სწორ განმარტებას, თუ რა იყო და რა მოხდა და ქონდა თუ არა რომელიმე ადამიანის უფლეებების დარღვევას ადდილი, თუ არ ქონდა, რით იყო კლუბებში შესვლის აუცილებლობა გამოწვეული და შემდგომი განვითარების შესახებ? იქნება საინტერესო დაბატები და ველოდებით ამომწურავ პასუხებს"-განაცხადა მდინარაძემ.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

20 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054