წიქარიშვილი: დაპირისპირების საფრთხეები რეალურად არსებობდა, ესკალაციას ვერ დავუშვებდი

წიქარიშვილი: დაპირისპირების საფრთხეები რეალურად არსებობდა, ესკალაციას ვერ დავუშვებდი

"თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხე არსებობდა. წიქარიშვილმა გადაცემა "არჩევანში" 12 მაისს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

“დაპირისპირების საფრთხეები რეალურად არსებობდა, ვერ დავუშვებდი, რომ ესკალაცია და მოვლენების გამწვავება მომხდარიყო. ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხე დავინახეთ, თუნდაც “ ჰიპოთეტური“ საფრთხის თავიდან აცილება ჩემთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის ძალიან პრინციპული საკითხია. ჩემთვის საზოგადოების აზრი, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ამ ქვეყნის მოქალაქეების ერთიანი პოზიცია  ყველაზე მნიშვნელოვანია",-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა

შეგახსენებთ, 2018 წლის,12 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კლუბ “ბასიანსა“ და “გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციები გააპროტესტეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237