გოცირიძე კახა კალაძეს: ვისაც სურს მიეცით ფული და თავად შეიძენენ ბინებს, ვისაც უნდა დაელოდოს

გოცირიძე კახა კალაძეს: ვისაც სურს მიეცით ფული და თავად შეიძენენ ბინებს, ვისაც უნდა დაელოდოს

"თუ მერიას მართლაც აქვს ფული, დაზარალებულ ოჯახებს არჩევანის შესაძლებლობა უნდა მისცეს" - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარემ  რომან გოცირიძემ, თბილისის მერიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. 

გოცირიძის თქმით, სხვა შემთხვევაში ამ საკითხს ბიზნესის ლობირების სუნი ასდის.

"თუ მართლაც აქვს თბილისის მერიას ფული უნდა შესთავაზოს მაშინ უნდა შესთავაზოს ის ფორმა, რომელიც ფაქტობრივად ნიშნავს ვიღაცეების ლობირებას, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესის. როდესაც საუბარია, რომ აუშენებენ 800 ოჯახს ბინებს და რაღაც 16 ჰექტარი მოძებნეს და ეს ოჯახები უნდა ელოდნონ წლების განმავლობაში და ვიცით, როგორ შენდება ბინები. კეთილი ინებოს და გააკეთოს ის შეთავაზება, ვისაც სურს მისცენ ფული და თავად შეიძენენ ბინებს, ვისაც უნდა დაელოდოს მრავალწლიან მშენებლობის პროცესს. ეს არის კონკურენტული, ჯანსაღი. არაკორუფციული მექანიზმი და ხელს შეუწყობს სამშენებლო ბიზნების განვითარებას. სხვა შემთხვევაში უდის ბიზნესის ლობირების სუნი"-განაცხადა გოცირიძემ.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

46 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054