კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის ახლადგახსნილი შენობა დაათვალიერა

კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის ახლადგახსნილი შენობა დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის ახლადგახსნილი შენობა დაათვალიერა და სტუდენტებს შეხვდა. კახა კალაძე სტუდენტებს დედაქალაქის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, უნივერსიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს. დაახლოებით, 4000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, განათლება სასიამოვნო გარემოში მიიღოს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თანამედროვე უნივერსიტეტი, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კავკასიის უნივერსიტეტში 4000-მდე სტუდენტი სწავლობს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  სულ ათ - ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ასევე, ახალი კინოსა და ეკონომიკის სკოლებს აერთიანებს.

კახა კალაძესთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტში მერის მოადგილე მაია ბითაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237