გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო "პურთა პური" გაიხსნა

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო "პურთა პური" გაიხსნა

გურჯაანში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო „პურთა პური“ გაიხსნა. საცხობში ძირითადად მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. აქ გამომცხვარი პური, თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანში, შემდეგ კი მთელი კახეთის მასშტაბით გაიყიდება.

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის.

"საწარმო გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენი საწარმო ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების დასაქმებას. ამის გარდა, გვინდა, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ კახეთის მხარეს. პირველ ეტაპზე გურჯაანიდან დავიწყებთ, შემდეგ კი თუ დაფინანსება გვექნება, წარმოებას გავაფართოებთ. ჩვენი მიზანი არა ბიზნესის განვითარება, არამედ მარტხოელა მშობლების მხარდაჭერაა.“- აღნიშნა თამარ სიბაშვილმა.

პროექტი 4080 ლარით დაფინანსდა.

პროექტს „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ და ევროკავშირი ახორციელებს, მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“.

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

2 საათის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მარტვილიდან იყო, ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237