ქუთაისის მერია: ჩინელ ინვესტორებთან არ არსებობს მოლაპარაკება და არც სამომავლოდ იგეგმება

ქუთაისის მერია: ჩინელ ინვესტორებთან არ არსებობს მოლაპარაკება და არც სამომავლოდ იგეგმება

ქუთაისის მერია რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისა და "ტორპედოს" საფეხბურთო ბაზის გასხვისებას არ აპირებს და ამ ეტაპზე, არც მოლაპარაკებები იგეგმება ჩინელ ინვესტორებთან.

ამის შესახებ "აიპრესს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს. მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელ ინვესტორებს ქუთაისის ცენტრალური სტადიონისა და საფეხბურთო ბაზის შეძენა სურდათ, კლუბში კი ინვესტიციების განხორციელება და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა.

"აიპრესის" ინფორმაციით, ჩინელ ინვესტორებს სტადიონისა და ბაზის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება სურდათ, სანაცვლოდ კი „ტორპედოსთვის“ ქალაქგარეთ 20 ათასიანი ახალი სტადიონი უნდა აეშენებინათ, მაგრამ ქუთაისის მერიაში ამ ინფორმაციასაც უარჰყოფენ და აცხადებენ, რომ ჩინელებთან მოლაპარაკებები აღარ იქნება.

"ქუთაისის რამაზ შენგელაის სტადიონთან დაკავშირებით ჩინელ ინვესტორებსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის არ არსებობს რაიმე სახის მოლაპარაკება და ხელშეკრულება,საკითხთან დაკავშირებით არც სამომავლოდ იგეგმება, მოლაპარაკების წარმოება. არც სტადიონის და არც ბაზის ტერიტორია გაყიდული არ არის, ტერიტორია რჩება მერიის ბალანსზე", - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავამ "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინელებთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია და ზამთარში უკვე დასრულებული იქნება. ჩაჩავას ინფორმაციითვე, ჩინელებს ახალი ბაზისა და სტადიონის აშენება სურთ, მათი ერთ-ერთი პირობა კი არსებული ბაზისა და ქუთაისის ცენტრალური სტადიონის გადაცემაა. 

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

1 საათის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237